აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაერო-ს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წამოწევის საუკეთესო შესაძლებლობა” – მაკა ბოჭორიშვილი

გაერო-ს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის, ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წამოწევის საუკეთესო შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული დიპლომატიური სამსახური ძალიან ბევრს მუშაობს მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს რეზოლუციაზე უმაღლესი მხარდაჭერა იყოს მოპოვებული.

„ჩვენ ვნახეთ წელსაც თანასპონსორების გაზრდილი რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაერო-ს წევრ ქვეყნებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს ყოველთვის ჰქონდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებზე, რაც არის შედეგი იმ ოკუპაციისა და რუსეთის იმ პოლიტიკისა, რომელიც ვიხილეთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი უნდა იყოს შენარჩუნებული და მუდმივად უნდა გვქონდეს მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ სამართალზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

იტვირთბა....