ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჩანთაში 10 ათასი ლარი იდო: ზუგდიდში 2 რუსი ტურისტი გაქურდეს

 

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, სვანეთის კოშკის წინ ორი რუსი ტურისტი გაქურდეს.

სააგენტო ,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მოსკოვიდან ბათუმში გუშინ ჩამოვიდა, მოგვიანებით სამეგრელოში გაემგზავრნენ, დღეს კი მესტიაში გადასვლას გეგმავდნენ.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, ჩანთაში, რომელიც მათ მოჰპარეს იდო 10 ათასი ლარი, საბანკო ბარათები, ორი iPhone და საბუთები. ისინი სვანეთში დარჩენას 20 დღის განმავლობაში აპირებდნენ.

“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

“წინასწარი ინფორმაციით ტურისტები გაუფრთხილებლად მოიქცნენ და უმეთვალყურეოდ დატოვეს ზურგჩანთა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს”. – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

იტვირთბა....