ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბაშას, სენაკს, ხობს და ზუგდიდს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ

აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს 30-31 აგვისტოს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ.

როგორც  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიაში აცხადებენ, შეზღუდვა უკავშირდება 30-31 აგვისტოს „ქუთაისი-სოხუმის“ D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას.

”30-31 აგვისტოს განხორციელდება „ქუთაისი-სოხუმის“ D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება კმ.ნ.28+00-დან კმ.ნ.98-მდე მონაკვეთზე. რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე შეიცვლება ორი DN-500მმ სახაზო ონკანი, ასევე აღდგება კოროზირებული მონაკვეთები და განხორციელდება მდინარე ჯუმის საჰაერო გადასასვლელის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება ახლად აშენებული სექციის შეჭრა.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

იტვირთბა....