ახალი ამბები მთავარი

“დემოკრატიული ინიციატივა” სასამართლოს “ცენტრისტების” გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“  საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს, -ამის შესახებ  “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაში” აცხადებენ.

მათი ინფორმაციით,  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებების რეგისტრაციიდან მოხსნა, იგი ავტომატურად არ გულისხმობს, რომ პარტია შეწყვეტს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ისეთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს, როგორიცაა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა.

 

იტვირთბა....