ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ემუქრება თუ არა თინა ხიდაშელს დაპატიმრება: ხიდაშელი „მეტრონომს“ პასუხობს

 

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟვანაძე სოციალურ ქსელში წერს, მას აქვს ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ, თინა ხიდაშელს, არჩევნების შემდეგ, საგარეჯოს არჩევნების საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.

„რამდენად ჩემთვისაა ცნობილი არჩევნების შემდეგ, განიხილება თინათინ ხიდაშელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. საქმე ეხება საგარეჯოს არჩევნების დროს სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებულ ზეწოლას, რათა მათ ხმა თინა ხიდაშელის ნათესავის და თანაპარტიელის თამარ ხიდაშელისთვის მიეცათ. სამხედროებმა უკვე აღიარეს ზეწოლის ფაქტები და ეს დოკუმენტალურადაც დააფიქსირეს. არსებობს სხვა მტკიცებულებებიც რომელიც ხიდაშელის ბრალეულობას კვეთს. თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომისთანავე თინა ხიდაშელმა დაიწყო ღია შეტევა პრემიერ მინისტრზე, ქალაქის მერზე და თავდაცვის მინისტრზე რათა შექმნას გარკვეული მითი იმის შესახებ, რომ პასუხისგებაში ის არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, არამედ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო მისცეს.“-წერს მჟავანაძე.

„მეტრონომი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად. თინა ხიდაშელმა კითხვაზე კითხვითვე გვიპასუხა:

„ანუ კალაძესაც დაიჭერენ? როგორც ცენტრალური შტაბის უფროსს, და აგულაშვილსაც?“ – გვიპასუხა მოკლედ ხიდაშელმა.

იტვირთბა....