თურქეთის ქალაქ ჯიზრეში აფეთქება მოხდა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 64 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილობრივი პრესის ცნობით, შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქება პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.