ახალი ამბები მთავარი

ვაშინერს: რატომ მოუწოდებს ეკა ბესელია სანდრა რულოვსს ბოდიში მოიხადოს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს სოციალური ქსელით მიმართავს:

“პირველ რიგში ვიდრე სათქმელს გეტყოდე ქალბატონო სანდრა, გიგზავნი 2004-12 წლების სამართლებრივი შეფასების დასკვნას ძალადობის ,წამებისა და ღირსების შემლახავი სისტემური დანაშაულობების შესახებ. ამ დასკვნაში შესაძლოა იმდენი არ წერია რაც თავად გსმენია ან გინახავს პირველი ლედის ამპლუაში ყოფნის დროს, მაგრამ რაც წერია ის საკმარისია იმისთვის, რომ სამეგრელოში ჩასულმა ექსპრეზიდენტის მეუღლემ ვიდრე არაძალადობრივი მომავლის დაპირებას შებედავდე , ჯერ ბოდიში მოუხადო სამეგრელოს. თუმც პატიების თხოვნითაც რომ დაგეწყო სამეგრელოსთან საუბარი, დაუამებს კი ეს ყალბი საარჩევნო ბოდიში იმ იარებს,რაც ამ კუთხეს მიადგა სააკაშვილის 9 წლიანი თარეშის დროს .

სამეგრელოს, რომელიც დანარჩენი საქართველოს დარად და შესაძლოა მეტადაც ააწიოკეს და ღირსება შეულახეს, რომელსაც უკადრებელი აკადრეს და ღია მოუშუშებელი ჭრილობები დაუტოვეს დღეს ისმენს ამ განცხადებას : ,,იმის გარანტია რომ ძალადობა აღარ განმეორდება მე თვითონ ვარ,, სამეგრელოს სამალავებში ჩამარხული უსაშინლესი კადრები – ეს სასიკვდილოდ განწირული სამეგრელოა ! ეს საქართველოს ღია ,ღრმა ჭრილობაა და კრებსითი ძალადობის და სისასტიკის სახეა. ეს არ განმეორდება ქალბატონო სანდრა??? და უკვე რაც მოხდა? არა უშავს??? მერე რა იცხოვროს ამ ტრამვით სამეგრელომ არა? ფიქრობ, რომ დაზეპირებული მეგრული სიტყვების წაკითხვით ასეთი იარა შუშდება? იმ მოძალადებიის გასამართლებამაც და მკაცრმა სასჯელმა ოდნავადაც ვერ დააცხრო ის ტკივილი…

იქნებ ამ დაზარალებულებს ჩახედო თვალებში და მათ უთხრა რას ფიქრობენ ,,სააკაშვილის თვალებში ამოკითხულ,, მომავლის დაპირებაზე? იქნებ ისიც აუხსნა სამეგრელოს ძალადობისა და წამების უსასტიკესი მეთოდების გამოყენების დროს, რასაც ლეგიტიმაციას აძლევდა სააკაშვილი , ,პირველი ლედის რეაქცია რა იყო? რას აკეთებდა დედა ამის შესაჩერებლად ? ხვალ ,,გამოსწორებული ,,სააკაშვილის დაბრუნებას რომ პირდები ამ კუთხეს და მთელ საქართველოს, გუშინ რითი დაიცავით ეს ხალხი? სამეგრელოს აქვს ერთი გენიალური სიტყვა ,,ვ ა შ ი ნ ე რ ს ,, ეს სიტყვა იმ ზუსტი შინარსით არ ითარგმნება რაც მასში დევს, დაახლოებით კი ეს ნიშნავს ,,ღმერთმა ნუ ქნას,, ,,უკადრებელია,, აი ამ სიტყვით მინდა დავასრულო ეს მოკლე მიმართვა ქალბატონო სანდრა-,,ვაშინერს!!!“ ,,ვ ა შ ი ნ ე რ ს !!!”-ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერმა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა: “მე მგონი, იმის გარანტი, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, მე თვითონ ვარ, რომ შევედი პოლიტიკაში. ჩვენი მხრიდან იქნება ამის კონტროლი. ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს, რომელიც მეორედ ასეთ შეცდომას არ დაუშვებს”,-წერს ბესელია.

იტვირთბა....