ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის დროს დაიჭრა ასევე სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ინციდენტი ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.