აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

პიტ ჰეგსეტი – ირანი თუ უარს იტყვის კარგ შეთანხმებაზე, რომელიც ბირთვულ იარაღის ქონას გამორიცხავს, მაშინ მათ ამერიკულ სამხედრო ძალებთან მოუწევთ გამკლავება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, განცხადებით, ამჟამად ირანთან „ნებისმიერი შეთანხმება მომგებიანი იქნება“.

ჰეგსეტის თქმით, დონალდ  ტრამპს სურს დარწმუნდეს, რომ ირანთან ნებისმიერი სამშვიდობო ხელშეკრულება ქვეყანას ბირთვული იარაღის შექმნას შეუზღუდავს.

„დღეს, დილით შესაძლებლობა მომეცა, პრეზიდენტ ტრამპთან მესაუბრა. მას სურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ნებისმიერი შეთანხმება კარგი და შესანიშნავი იყოს. თუ ირანი კარგ შეთანხმებაზე უარს იტყვის, რომელიც ბირთვულ იარაღს გამორიცხავს, მაშინ მათ ამერიკულ სამხედრო ძალებთან მოუწევთ გამკლავება“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები მზად არიან საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის.

იტვირთბა....