აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იაპონიამ PURL-ის პროგრამის ფარგლებში, უკრაინისთვის 14,6 მილიონი დოლარი გამოყო

იაპონიამ PURL-ის პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 14,6 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თანხა მხოლოდ არალეტალური აღჭურვილობისთვის არის გათვალისწინებული.

„იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და აპირებს იაპონია-ნატო-ს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, PURL-ი – უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია – არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ ამერიკული იარაღის შეძენას და შემდგომ მის უკრაინისთვის მიწოდებას.

იტვირთბა....