აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინული მედია – რუსეთის ქალაქ ტაგანროგის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ტაგანროგის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში პორტზე დრონებით თავდასხმის შედეგად, ტანკერსა და საწვავის ავზს ხანძარი გაუჩნდა.

თავდასხმა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლიუსარმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ არავინ დაშავებულა.

ტაგანროგის მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონებში ისმოდა.

ასევე, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში მდებარე ნავთობგადადამუშავებელ ქარხანაზეც განხორციელდა. აღნიშნული თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....