ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

ნარმანიას ქუჩაში დახვდნენ: “არ გაქვს უფლება იყო მერი” (ვიდეო)

“არ გაქვს უფლება იყო მერი, შენ ხარ ივანიშვილის ხელდასმული პირი ამ თანამდებობაზე,”- ამ შეძახილებით თბილისის მერს დავით ნარმანიას სასტუმროს გახსნაზე აქციის მონაწილეები დახვდნენ.

აქცია სამართლის თაობის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მათ მიაჩნიათ, რომ ნამრანიამ თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს.

ნარმანია გადადგომას არ აპირებ. მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა აღნიშნავს, რომ თმენის ვალდებულება ჰქონდა და წუხს იმ ფრაზების გამო, რაც მან შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი სტუმრის მიმართ გამოიყენა.

აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ თბილისის მერს.

 

იტვირთბა....