ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მეორე დედამიწა: მეცნიერებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

 

მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ციური სხეული ჩვენს პლანეტაზე დიდი ზომისაა და 7,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული იმ ვარსკვლავთან, რომლის გარშემოც ბრუნავს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მზესთან ახლოს მდებარე ვარსკვლავის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ახლადაღმოჩენილ პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობებიარსებობდეს. მეცნიერების ინფორმაციით სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები ატმოსფერო და წყალია. ე. წ. პლანეტა პროქსიმა B 40 ტრილიონი კილომეტრითაა დაშორებული და კოსმოსურ ხომალდს მასთან მისაღწევად რამდენიმე ათასი წელი დასჭირდება.

 

იტვირთბა....