ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს ოფიციალურად გასაჯაროვდება.
შეგახსნებთ, აბიტურიენტების საგამოცდო შედეგების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ერთი დღით ადრე გავრცელდა. ამ საკითხზე განათლების სამინისტროს და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი შედეგების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგს გამართავს.
აბიტურიენტების ნაწილი, რომლებმაც შედეგები საბოლოო შეჯამებამდე მიიღეს, უმაღლეს სასაწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე მონაცემების შეცვლის შემთხვევაში მის გასაჩივრებას გეგმავს.