ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმისას 13 ადამიანი დაიღუპა

 

ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი დაიღუპა.

უნივერსიტეტზე თავდასხმა 24 აგვისტოს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე განხორციელდა. თავდაპირველად შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შენობის შიგნით სროლა დაიწყო. სტუდენტები და პედაგოგები აუდიტორიებში აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

BBC-ის ცნობით, პოლიციამ ორივე თავდასხმელი ადგილზე მოკლა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიჭრა.

ავღანეთის დედაქალაქში ამერიკული უნივერსიტეტის მახლობლად ასევე გენერალური პროკურატურისა და პარლამენტის შენობები მდებარეობს.

იტვირთბა....