ირინა სარიშვილი “ქართულ ოცნება” მიმართავს:
“მივმართავ ქოცბანდას!
მავთულხლართებს წევენ!
გლეხების ნაკვეთებს იტაცებენ!
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს “საზღვართან” ხოცავენ!!!
მაინცდამაინც თქვენი სახლის ზღურბლს უნდა გადმოაბიჯონ თქვე დე…ბო რო ხმა ამოიღოთ”?!!! – წერს ირინა სარიშვილი.
დღეს გავრცელებულ ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიითვისეს.
დღეს დილით საოკუპაციო ძალების დახმარებით ტერიტორიაზე კომბაინიც შევიდა და მოსავლის აღება დაიწყო.
ზემო სობისის მაცხოვრებლების და პოლიციის გამოჩენის შემდეგ კომბაინი ტერიტორიიდან გავიდა, თუმცა დარჩა ავტომანქანა, რომელშიც ადგილობრივების ინფორმაციით შეიარაღებული პირები იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით სოფელ ზემო სობისთან რუსული სამხედრო ვერტმფრენიც გამოჩნდა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. საოკუპაციო ზოლთან მოვიდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც და ადგილობრივებისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ჩაიწერეს.
იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური თბილისის წინადადებას რუსული მხარე არ დათანხმდება და ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ მოსავალს ვერ აიღებს, სახელმწიფო მას კომპენსაციას ჰპირდება.