ავარიის შედეგად დაშავებული ადვოკატი ნინო რობაქიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ავრცელებს.
“პატივცემულო ადვოკატებო! გუშინ, სავადმყოფოში ადვოკატი ნინო რობაქიძე მოვინახულე, ძალიან მძიმედ იყო, გავიარე კონსულტაცია ექიმებთან, დღეს კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. დიდი მადლობა ყველა ადოკატს, რომელმაც დამირეკა და გამოთქვა მზადყოფნა სისხლის ჩაბარებაზე, ადვოკატებში დიდი ენთუზიაზმი სუფევდა, პარასკევს სისხლი უნდა ჩაგვებარებინა, მაგრამ ორგანიზმა ვეღარ გაუძლო…. ქუთაისიდან თბილისში ყოველდღე მორიგეობით დადიოდნენ ადვოკატები კოლეგის სანახავად, ასეთი ერთსულოვნება დასაფასებელი და მისაბაძია. უფალმა ნათელში ამყოფოს ნინო რობაქიძის სული.” – წერს ზაზა ხატიაშვილი.