საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის. საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, ნატოს გენერალური მდივანი თბილისს 7-8 სექტემბერს ეწვევა.
“ჩრდილოატლანიკურ საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს 7-8 სექტემბერს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ეწვევა.
ამ ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სფეროში, ასევე დემოკრატიის მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც შეადგენს ჩვენი სამოქმედო გეგმის შემადგენელ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე განვიხილავთ იმპელემენტაციას იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ვარშავის სამიტზე მიიღეს. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევადობა, ასევე საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს”.- განაცხადა ჯანელიძემ.