სომხეთის სასამართლომ რუსი ჯარისკაცი, ვალერი პერმიაკოვი დამნაშავედ ცნო სომხეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარე ქალაქ გიუმრიში მცხოვრები ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობაში და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მოკლულების ნათესავები რუსეთის ფედერაციისგან კომპენსაციის სახით 450 ათასი ევროს ითხოვენ იმ მოტივით, რომ ფსიქიური აშლილობის, მიუხედავად რუსეთის სამხედრო მეთაურობამ პერმიაკოვს იარაღის ტარების უფლება მისცა.
შეგახსენებთ, მკვლელობა 2015 წელს მოხდა. 12 იანვარს გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი ჩაცხრილეს.
6 თვის დაჭრილი ჩვილი კი ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა