გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის – GfK-ის კვლევის თანახმად,
“ქართული ოცნებას” მოსახლეობის 35.9% , “ნაციონალური მოძრაობას” კი 34.2% უჭერს მხარს.
გერმანულმა კომპანია GFK-მ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.
კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება:
“ქართული ოცნება” 35.9
” ნაციონალური მოძრაობა” 34.2
“სახელმწიფო ხალხისთვის” – პაატა ბურჭულაძე 9.8
ლეიბორისტული პარტია 5.4
“თავისუფალი დემოკრატები” – ირაკლი ალასანია 4.5
“პატრიოტთა ალიანსი” – ირმა ინაშვილი 2.4
“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” 2.2
“რესპუბლიკური პარტია”- 0.7
ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” 0.5
“ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე 0.5
“გირჩი”, ვაშაძე და ბურჭულაძე საველე სამუშაოების დაწყებისას ცალცალკე სუბიექტები იყვნენ, ხოლო რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მთავრობაში.