ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ექიმებმა კაცი გაჭრეს და კუჭიდან 40 დანა ამოუღეს

ინდოეთში ექიმებმა ქირურგიული ოპერაციის შედეგად კაცის კუჭიდან 40 დანა ამოიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას  THE INDIA TIMES ავრცელებს და რომელიც გურიანიუსმა მომაზადა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაცი დანებს 2 თვის განმავლობაში ყლაპავდა.

როგორც ცნობილია, 42 წლის მამაკაცს ექიმებმა 18 სანტიმეტრის სიგრძის დაკეცილი და ზოგიც დაუცველი პირის მქონე დანები 5 საათიანი ოპერაციის შედეგად ამოუღეს.

ექიმ იატუნდერ მალჰოტრას თქმით, კაცი, რომელიც პოლიციაში მუშაობს აშკარად ფსიქიკურ აშლილობას განიცდის.

ექიმის თქმით, მას ჯერ არ სმენია ადამიანი დანებს ყლაპავდეს.

“ჩემი 20 წლიანი კარიერის მანძილზე მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია, როცა კაცი ყლაპავს არა ერთ, არამედ 40 დანას,”_განაცხადა ექიმმა.

ექიმის თქმით,  პაციენტმა ექიმებს ვერ აუხსნა თუ რატომ ყლაპავდა დანებს.

“მან გვითხრა, რომ დანებს ჭიქა წყალთან ერთად ყლაპავდა, მაგრამ ვერ ახსნა თუ რატომ აკეთებდა ამას. უბრალოდ სურვილი ჰქონდა,”-ამბობს ექიმი.

როგორც ცნობილია, პირი, რომლის ვინაობაც ჯერ განსაზღვრული არ არის, საავადმყოფოში მუცლის ტკივილით 2 კვირის წინ მივიდა.

“ენდოსკოპიიის შედეგად  მუცლის არეში დიდი მასა შევნიშნეთ, რაც თავიდან სიმსივნე გვეგონა, მაგრამ მსგავსი რამ ექიმებს ჯერ არ შეგვმთხვევია,”_ამბობს მალჰოტრა.

როგორც ცნობილია, ოპერაცია, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ქირურგების 2-მა ჯგუფმა, 2-მა გადაუდებელი შემთხვევების ექიმმა და ანესთეზეოლოგმა ჩაატარეს.

 

იტვირთბა....