ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ იყო გორში ავარიაში დაღუპული ახალგაზრდა გოგონა: “ჩემპიონი დავკარგეთ”

„ქალთა მოძრაობის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, გუშინ გორის ავტობანზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება: „ეს გოგო იყო ვარსკვლავი. თქვენ არ იცით, რა საოცარი გოგო იყო შორენა. “გორში შორენა გვყავს” – ლელაკო იტყოდა ხოლმე. მე არ ვიცნობდი, თითქმის ყველა რომ იცნობდა, შორენას. ერთხელ დამჭირდა ინფორმაცია კონფლიქტისპირა სოფლებზე. დაურეკეო შორენას. დავურეკე. ერთ დღეში ყველაფერი გაარკვია, ყველას იცნობდა იქ. Sophie Tkemaladze გახსოვს? და ეს გოგო, რომლის ფოტოც დღეს პირველად ვნახე – აღარ გვყავს. ავარიამ იმსხვერპლა.

მე არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, რომ ავარიებით არ ვიხოცებოდეთ… მაგრამ მთლიანად გადასახედია საგზაო უსაფრთხოების სისტემა.

მანამდე კი… ან ტირილს რა აზრი აქვს… ადამიანის უფლებების დაცვაში მედლები არ რიგდება, თორემ ჩათვალეთ, რომ გორელი ჩემპიონი დავკარგეთ”- წერს ბაია პატარაია ფეისბუკზე.

 

იტვირთბა....