ირანული გამოცემა IranIntl წერს, რომ თეირანი აშშ-ს მიერ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ტრამპს 3-4 ათასი ამერიკელის მოკვლით ემუქრება.
გამოცემის მიხედვით, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, მაჰმუდ ნაბავიანმა განაცხადა, რომ თეირანის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ომანში მიმდინარე მოლაპარაკებების დაწყებამდე უცნობი ქვეყნის მეშვეობით გაგზავნა შეტყობინება, რომელშიც ის ირანში “ორი სამიზნეზე” იერიშის მიტანას ითხოვდა.
“ჩვენ [ამერიკელებს] ვუთხარით, რომ ეს საკითხი დახურული იყო. თუ ოდნავ მაინც შეცდომას დაუშვებთ, ჩვენ თქვენგან სამიდან ოთხ ათასამდე მსხვერპლს ავიღებთ” – თქვა ნაბავიანმა.
მისივე თქმით, კანონმდებლებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრეს, რომ რეგიონში მყოფი პარტნიორებს მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ნებისმიერი კომპანია ან ბაზა, რომელიც “შეერთებული შტატების სახელს ატარებს”, სამიზნე გახდება.

