აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

ლეკორნუმ მანდატის დარჩენილი პერიოდისთვის თავისი სამუშაო გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ არ გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„2026 წელი ფრანგებისთვის პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ არსებით საკითხებზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვერ დაველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს“, – აღნიშნა ლეკორნუმ.

ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის მუნიციპალური არჩევნების წინ, მთავრობაში რეორგანიზაციას გეგმავს.

მისი თქმით, კულტურის მინისტრი რაშიდა დატი, რომელიც პარიზის მერის თანამდებობაზე იყრის კენჭს, სხვა მინისტრებთან ერთად მთავრობას დატოვებს.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის აპრილში გაიმართება.

იტვირთბა....