აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე 11 თებერვალს იმსჯელებენ

გადადებული სხდომები ჰელსინკის კომისიაში ხელახლა ჩაინიშნა, განსახილველ საკითხთა შორის არის საქართველოც. შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია საქართველოზე 11 თებერვალს იმსჯელებს. ვიდრე “ქართულ ოცნებაში” ქილიკით იყვნენ დაკავებულები, მათ წინააღმდეგ სათქმელიც მეტი დაგროვდა, სავარაუდოა, რომ მომხსენებლები ისაუბრებენ ხალხის დადუმების კანონისა და არაღიარების კრიმინალიზების შესახებაც.

ოლიგარქის პარტია კრიტიკას ვერც ამინდმა გადაარჩინა და ვერც მათმა თავდასხმებმა. ჰელსინკის კომისიაში ღიად განაცხადეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისში შეიყვანა და თავისუფალი აზრის ჩასახშობად აქამდე არნახული მეთოდები გამოიყენეს – პოლიტიკოსები ციხეებში გამოკეტეს და 20-მდე რეპრესიული კანონით უცხადებენ ომს საკუთარ მოქალაქეებს. ბოლო კვირაში კი ტერორის მასშტაბები სულ სხვა განზომილებაში გადავიდა და იმ ადამიანების დაჭერაც კი დაანონსეს, ვინც სიტყვიერად იტყვის, რომ არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ამ კანონის მიღება კობახიძემ პრაქტიკულად დაჩქარებულად ბრძანა.

ახლა “ქართულ ოცნებაში” თავს ისევ ფოტოსურათებით იწონებენ. აშშ-სათან ურთიერთობები არ დალაგებულა, მაგრამ თავად ირწმუნებიან რომ ხელის ჩამორთმევის დროს გადაღებულ ფოტოების მიღმა თბილი საუბრებია. არადაა ფაქტია, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხის განხილვა იმ დროს ინიშნება, როცა სამხრეთ კავკასიაში ისტორიული პროცესი მიდის. მაშინ, როდესაც ამერიკელი პოლიტიკოსები ოლიგარქიული რეჟიმის დიქტატორული სურვილების შესახებ ისაუბრებენ, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჯეი დი ვენსი ჩავა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მიზანია, ორი დაზავებული სახელმწიფოს ლიდერს, ტრამპის მარშრუტის მნიშვნელობაზე ესაუბროს. თუმცა იქ “ქართული ოცნების” არც ერთი ლიდერი არ დაუპატიჟებიათ.

იტვირთბა....