ქართული წარმოების დაფასოებული თათარა შესაძლოა ექსპორტზე ამერიკაში გავიდეს. შპს „გრეიფის” წარმომადგენელი, დავით რამაზაშვილის რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ „თათარა” ბაზარზე აპრილიდან გამოიტანეს, თუმცა აქტიური გაყიდვები ივნისიდან დაიწყო.
გზირიშვილი ამბობს, რომ წლის ბოლომდე პროდუქცია მსხვილ სარეალიზაციო ქსელებშიც გამოჩნდება, მისივე თქმით, არის დაინტერესება საექსპორტო ბაზრებიდანაც, ნიმუშები გაგვზავნილია ირანში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც პასუხებს ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ექსპორტი დაიწყება.
გზირიშვილის თქმით, 5 სახეობის პროდუქტი აქვთ – თათარა თხილით, ნიგვზით, მიწის თხილით, ქიშმიშით და ნუშით, ასევე არის თეთრი და წითელი ბადაგით დამზადებული. მისივე განცხადებით, წარმოების პროცესში არ იყენებენ დანამატებს, არის ნატურალური პროდუქტი, ვარგისიანობა კი 6 თვეა.