საზოგადოება

“რაც არასდროს მითქვამს!” – რას იხსენებს გურამ შარაძის შვილი

”რაც არასდროს მითქვამს… ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ…
მამაჩემი რომ მოკლეს, არათუ რამე თანხა დატოვა, არამედ, ერთ-ერთ ბანკში, კრედიტი დარჩა გასასტუმრებელი. მას ყოველდღიური ხარჯებისთვის უწევდა ბრძოლა და მთელი ცხოვრება, ამას კალმის წვერით ახერხებდა. აქვე ვიტყვი, რომ ამ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელიც მიშას მსახური იყო, ადგა და გაანულა ეს კრედიტი. აქ ვალზე არაა საუბარი, ალბათ, როდესმე გავწვდებოდით, მაგრამ მისი ეს საქციელი არასდროს არ დამავიწყდება. მე არ მერიდება მისი ვინაობის გამჟღავნება, მაგრამ იქნებ, მას ერიდებოდეს…

გარდა იმისა, რომ უბრალოდ, არსებობა გვჭირდებოდა მთელ ოჯახს, ბავშვებიანად, დედაჩემი – ხეიბარი, გიორგი სიკვდილის პირას – დღეში უამრავი მედიკამენტი იყო საჭირო. მამაჩემი აღარ იყო…
და რა ჰქნა ამ დროს საქართველომ? გურამ შარაძის ,,აკაკი წერეთელი“ შეიძინა ყველამ, ვისაც ჰქონდა საშუალება, თუ არ ჰქონდა. ჩვენი ოჯახი, მაშინ, ამან გადაარჩინა.

მადლობა აკაკის, მადლობა გურამ შარაძეს, მადლობა მთელ საქართველოს!!! და მადლობა კაცს, რომლის გარეშეც ეს წიგნები ვერ გამოიცემოდა. ეს კაცი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შესაძლოა, გაბრაზდეს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ბოდიში და სულ არ მადარდებს.

მამაჩემს აკრძალული ჰქონდა, მისი დასახელება, მიუხედავად იმისა, რომ ხელიც არ ჩამოურთმევია. ჩემთვის ეს არავის აუკრძალავს…”, – წერს შარაძე.

იტვირთბა....