ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები შეიცვალნენ

გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის მოადგილეები შეიცვალნენ. ომარ ბეგოიძე და ნიკოლოზ აგლაძე, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობებზე თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს დაინიშნენ, ამჟამად თავდაცვის უწყების კადრების განკარგულებაში არიან და შემოთავაზებას ელოდებიან. ვახტანგ კაპანაძის მოადგილეები კი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა იქნებიან.

“ბატონი ლადო [ვლადიმერ ჩაჩიბაია] ბრუნდება მისიიდან და დაიკავებს თავის თანამდებობას. მეორე თანამდებობას რაც შეეხება, მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე გენერლური შტაბის უფროსის მოადგილეები სასურველია და მიზანშეწონილია, რომ იყვნენ გენერლები, რომელთაც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და საკმაოდ დიდი წვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში. რომ არ მოვახდინოთ ამის არც ზედმეტი პოლიტიზება, ამ საკითხების აჟიტირება, ეს პიროვნებები ხომ დაინიშნენ, მაშინ ხომ არ დასმულა საკითხი, ყოფილი მინისტრის კადრებიდან იწმინდება თუ არ იწმინდება, ხომ? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვეულებრივი რიგითი ღონისძიებები, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში, ზოგი ინიშნება, ზოგი სხვა ადგილას გადადის”.- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან  საუბრისას.

იტვირთბა....