საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი “პარტიზანი მებაღეების” ლიდერს, ნატა ფერაძეს მიმართავს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.
“ოთხშაბათს, 12 საათზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიაში გაიმართება ყაზბეგზე ხეების ჭრის ფაქტთან დაკავშირებით განხილვა. ხუთშაბათს საკრებულოს წევრების 1/4-ის მოთხოვნით უნდა მოვიდეს ნარმანია. სერიოზული საბრძოლველი დღეები გველის და ამიტომ გვჭირდება ნატა ფერაძის მონაწილეობა და შეუპოვრობა. ნატა ფერაძე ისევ შიმშილობს მერიის შენობასთან. მისი მდგომარეობა მძიმდება. ვიცი რომ ამ თხოვნისა და მოწოდების წინააღმდეგია, მაგრამ მე მას აქედანაც ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა.
ეს კვირა რთული კვირა იქნება და მე ვფიქრობ მისი მონაწილეობა საკრებულოს განხილვებში აუცილებელია. ნატა გთხოვ, რომ პროტესტის ეს ფორმა შეწყვიტო და საკრებულოს დარბაზებში შევერკინოთ მავნებლებს. გულითადი თხოვნაა ეს, ძალიან გულითადი !!! მე ვფიქრობ აუცილებელია შენც თვალებში უყურებდე ქალაქის მაოხრებლებს, როდესაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოუწევთ მობრძანება განხილვებზე. შენი ენერგია და შეუპოვრობა მე პირადად მჭირდება და ამიტომ ისევ და ისევ გთხოვ შეაჩერო შიმშილობა. ვიცი რომ ამ თხოვნას ბევრი შემოუერთდება”.- წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე რამდენიმე დღეა რაც თბილისის მერიის წინ შიმშილობს. ის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
დღის რეიტინგული სტატიები:
- ვინ გეგმავდა მილსადენის აფეთქებას: საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთეს
- ტრაგედია კასპში: 9 წლის ბავშვი ბოძზე აძვრა და დენმა იმსხვერპლა
- ქართული ცეკვის დიდოსტატებმა თურქეთის გემი ”დაიპყრეს” (ვიდეო)
- დააკავეს 12 წლის ბიჭი რომელიც თვითლიკვიდაციას გეგმავდა (ვიდეო)
- ინფორმაცია ციხიდან: რას განიცდის საკანში გამოკეტილი მაგდა პაპიძე – დედა, რომელსაც შვილი არ ატირეს
რა ხდება სააკაძის მოედანზე (ვიდეო)