ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაპირისპირება ახალქალაქში: კვირიკაშვილმა შემთხვევის ადგილი სწრაფად დატოვა

ახალქალაქში ერთმანეთს ადგილობრივი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები დაუპირისპირდნენ, რომლებიც “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან.

დაპირისპირება პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით ახალი მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიებაზე მოხდა. გიორგი კვირიკაშვილმა დაპირისპირების ადგილი დატოვა.

პრემიერ-მინისტრის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ენძელ კოიანმა მოსახლეობას სიტყვის მიმართა და 4-წლიან ისტორიაზე ისაუბრა. მიმართვის დასრულების შემდეგ ასევე, დამოუკიდებელმა დეპუტატ სამველს პეტროსიანსა და ენძელ კოიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

პეტროსიანი კოიანის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებდა. პროტესტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....