პოლიტიკა საზოგადოება

რა კავშირი აქვს პაატა ბურჭულაძეს ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანთან

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ვიდეო მასალას ავრცელებს.

ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ტარიელ ონიანის შვილის ნათლობის ამსახველი კადრებია. კილაძის ინფომრაციით, ბურჭულაძე ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა.

„რამდენიმე კითხვა მაქვს“ პირველი – პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფოს ხალხისთვის გვპირდება, თუ ქურდებისთვის? მეორე – ზურაბ ჯაფარიძისთვის რამდენად მისაღებია მსგავსი მენტალობის პერსონასთან ერთად ერთ ბლოკში ყოფნა? მესამე – გამარჯვების შემთხვევაში, ვინ მაძლევს გარანტიას იმისა, რომ რეალური მმართველი ტარიელ ონიანი არ იქნება, გიორგი ვაშაძე? და ბოლოს – აღძრავს თუ არა საქმეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით საქართველოს პროკურატურა?“- აცხადებს ელისო კილაძე.

ჟურნალისტის ინფომრაციით, ნათლობაზე, რომლის ამსახველი ვიდეო მასალაც დღეს მის მიერ გავრცელდა, ჩანს “ქართული ოცნების” წევრი ბორის ჩაკვეტაძეც. კილაძის თქმით, ისიც ისევემ როგორც პაატა ბურჭულაძე, ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის მეგობარია.

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” პრესსამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ პაატა ბურჭულაძეს ბევრი ნათლული ჰყავს და ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს თუ ოცი წლის წინ ონიანის შვილი მონათლა. რაც შეეხება ტარიელ ონიანის შვილს, პრესსამსახურში ცნობით, ის ამჟამად დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან ბანკში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....