ახალი ამბები საზოგადოება

გორში 3 ადამიანი დაიღუპა: სატვირთო და მსუბუქი მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ

 

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სსსკ-ის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იტვირთბა....