”ისლამური სახელმწიფოს” ფრანგულენოვანი ონლაინ ჟურნალი ”დარ ალ ისლამ” თარხან ბათირაშვილის ანდერძს აქვეყნებს:
”ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია. პირველი რეკომენდაცია: მივმართავ ყველა მოჯაჰედს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ. გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ. რაც შემეხება მე, მე თქვენ გაპატიეთ. გირჩევთ ალაჰს პატიება თხოვოთ და განაახლოთ თქვენი მონანიება.
მეორე რეკომენდაცია: არასოდეს დაანებოთ თავი ჯიჰადს და ჰიჯრას, ვინაიდან ამ ორ რამეში არის ჩვენი სულების გადარჩენა და ჩვენი რელიგიის გამარჯვება.
მესამე რეკომენდაცია: განსაკუთრებით მივმართავ ემირებს. მათ ვეუბნები: სანდო პირებისა და ახლო წრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მათ წარმომავლობას, არამედ მათ შიშს ალაჰის წინაშე და მათ მიერ მოვალეობების შესრულების უნარებს.
მეოთხე რეკომენდაცია: უარყავით ამქვეყნიური საზიზღარი ცხოვრება და გახსოვდეთ, განიკითხებით ყველა იმ ქონების გამო, რაც თქვენს ხელში იყო. არ დაკარგოთ დრო ამქვეყნიური ქონების მიპოვების მისწრაფებაში.
მეხუთე რეკომენდაცია: ო, მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს – ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი წმინდა ადგილის, ქვეყნის დაპყრობა, ისევე, როგორც იერუსალიმის დაპყრობა.
დაბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია”, – ნათქვამია ანდერძში.
დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტი მიმდინარე წლის ივლისში დაადასტურა.