თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია. ინფორმაციას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს.
ერდოღანის თქმით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“, რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.
ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.