ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება მოხდა-დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი

თურქეთის  ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 30 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი კი 90-ს აღემატება.

აფეთქება ქორწილის დროს მოხდა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აფეთქება “ისლამური სახელმწიფოს” მიერაა განხორციელებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

იტვირთბა....