გონიოში დაკარგული კურსანტების ძებნა კვლავ მიმდინარეობს. სამძებრო ოპერაციაში ჩართულია სპეციალურად აღჭურვილი თურქული გემი – ხომალდზე 41 მაშველით.
სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. რა გახდა შავ ზღვაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.