საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი აბურჯანია ესპანური საკლუბო გრანდის “სევილიას” ღირსებას დაიცავს. ქართველმა ესპანურ ანდალუზიურ გუნდთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გააფორმა. სატრანსფერო ღირებულებამ კი 1.8 მილიონი ევრო შეადგინა.
მანამდე გიორგი გორის “დილას” და თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. ეროვნული ნაკრების მაისურით აბურჯანიამ 2 მატჩი ჩაატარა.
იტვირთბა....