ახალი ამბები კულინარია მთავარი

ცესკო-მ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგენობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში დაინიშნება, ამავდროულად დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.-ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

 

იტვირთბა....