ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ხეების მოჭრის ნებართვა ”ორბი ჯგუფს” მერიისგანაც ჰქონდა“

ყაზბეგის 24 ნომერში ხეების მოჭრის ნებართვა ”ორბი ჯგუფს”  მერიისგანაც ჰქონდა, -ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ არჩვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა პროცედურა კანონმდებლობის მიხედვით განხორციელდა:

 

”ყველა ხე მოიჭრა ნებართვით და ყველა საჭირო დოკუმენტაცია არსებობს და მიეწოდება პროკურატურას”, – განაცხადა არჩვაძემ და აღნიშნა, რომ ხეების მოჭრისთვის იყო მერიის ნებართვაც და ექსპერტის დასკვნაც.

 

არჩვაძემ განაცხაადა, რომ გამოძიება გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება 303-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....