ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელ ხაზს ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ ტერორისტულ აფეთქებებს გამოეხმაურა.

უწყების ცნობით ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, ასევე საელჩოს ანკარაში და საკონსულოებს ტრაპიზონსა და სტამბოლში.

24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

იტვირთბა....