გუშინ, „ტვ პირველზე“, ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში პაატა ბურჭულაძე ჰყავდა. ჟურნალისტმა გადაცემა მსვლელობის დროს შეწყვიტა და მოულოდნელად მაყურებელს დაემშვიდობა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი კი გადაცემის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან, რომლის მოპოვებასაც “TV პირველის” წამყვანი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, ხმისა და გამოსახულების ხარვეზით მიდიოდა.
მოგვიანებით ტელეწამყვანმა ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:
“ხანდახან ხდება ასე-თავს იკლავ,რომ შეუძლებლიდან ყველაფერი შეძლო,მაგრამ თავს ზევით ძალა აღარაა ხოლმე და თავდაყირა რომ იარო,მაინც ვერაფერს შველი…. ბოდიში ჩაშლილი გადაცემის გამო…” – დაწერა გრიგოლიამ.
https://www.youtube.com/watch?v=u0lZAk8cJ8k