ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში სტუმრად მიწვეულმა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ზე საკუთარი გადაცემის გაკეთებას გეგმავს.
თუ გავითვალისწინებთ მის ადრინდელ განცხადებას, რომ იგი მზადაა “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ დაუდგეს გვერდით, სავარაუდოდ, ივანიშვილის ახალი თოქ-შოუ პოლიტიკური იქნება.