ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალი საარჩევნო ბლოკი იქმნება

კიდევ ერთი წინასაარჩევნო ბლოკი პაატა ბურჭულაძის პარტია და “ახალი არჩევანი”, რომელშიც “ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” შედიან, დღეს ბოლო კონსულტაციებს მართავენ. გავლენ თუ არა ისინი არჩევნებზე ერთი ბლოკის სახით ამის შესახებ საღამოს გახდება ცნობილი. თუმცა არსებობს წინასწარი შეთანხმება გაერთიანებასთან დაკავშირებით.

ბურჭულაძის თქმით, მისი პარტიისა და ბლოკის წევრებს შორის იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, გაგრძელდება შიდაპარტიული კონსულტაციები და საღამოს გახდება გადაწყვეტილება ცნობილი.
მისივე თქმით, საკუთარ პარტიასა და ბლოკ „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან“ შეხების ბევრი წერტილი აქვს.
„ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები და ახლა შიდაკონსულტაციები გაგრძელდება ჩვენს პარტიაში. შეხების ძალიან ბევრი წერტილი გვაქვს, ეს არის ყველაზე სასიამოვნო, მოვნახეთ ბევრი საერთო წერტილი, რითაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ეშველოს“. – განაცხადა ბურჭულაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ გაერთიანებას ედპ-ც შეუერთდეს.

ოფიციალური შეთავაზება პაატა ბურჭულაძემ ახალი საქართველოდან გუშინ საღამოს  მიიღო. ამ წუთებში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....