ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქართველმა მებაჟეებმა 1 322 763 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

15 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი“-ს კონტროლის ზონაში სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული ოქროს  ზოდები (19 ცალი) საერთო წონით 18.6 კილოგრამი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავრძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში  იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  1 322 763 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

იტვირთბა....