სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი, რომელიც სერიალში პერსონაჟ დუდუს განასახიერებს, ჟურნალ ”სარკესთან” მსახიობი მის ბინაში მომხდარ პარანორმალურ მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით მასთან ბინაში მოჩვენება ცხოვრობს:
“არ მიყვარს სახლი, თითქოს დაწყევლილია. სულ რაღაცები ხდებოდა, ძაღლი მომყავდა – კვდებოდა, ყვავილს დავთესავდი – ჭკნებოდა.
დედა ამბობდა, თქვენმა დიდმა ბებიამ ხატზე გადასცა ბაბუათქვენი და მას შემდეგ ვართ მასეო.
ხომ იცით, ძველი ადამიანი რას არ იტყოდა. ის კი მართლა უცნაური სახლია.
ხმები ისმის, ვიღაცები დადიან. ჩემი ცოლ-შვილი მიეჩია უკვე. თითქოს ვიღაც დადის კარი გაჯახუნდება.
მობილურს ერთ ადგილას, რომ დავდებ, გავიხედავ და გადაადგილებულია. სულ რაღაცას უნდა წამოვედო.
სახლიც ბევრჯერ ვაკურთხებინე, მაგრამ იგივე გრძელდება. ბევრჯერ მინდოდა, გამეყიდა ეს სახლი, მაგრამ ვერ შევძელი”, – ამბობს მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი.