ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ“: ზღვაში დამხრჩვალი სამხედროების მშობლები

„ბატონო პრეზიდენტო, მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ“, – მიმართა მას დაკარგული ჯარისკაცის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.

როგორც “მეტრონომი” გუშინ წერდა, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, იმ ადგილზე მივიდა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. პრეზიდენტი დაკარგული ჯარისკაცების ადგილზე მყოფ ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

შეგახსენებთ, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.

იტვირთბა....