ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ხუთ რაიონს დღეს ელექტროენერგია შეუწყდება

 

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X, XI კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნუცუბიძის, ჟღენტის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ფარნავაზის და ხელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00, საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ლუბლიანას, ჭიაურელის და ტერევენკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00, საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე – ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებს თელასი.

 

იტვირთბა....