ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

“საქმეს კერავენ ჩემ წინააღმდეგ? პროკურორს ძინავს?“ : ელისო კილაძე პროკურატურას ეხმაურება

სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პროკურატურის განცხადებას, გაზეთ “ქრონიკა+” – ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ესენი რას ბოდავენ ? საქმის შეკერვა უნდათ ჩემს წინააღმდეგ ?რა ფირის წარმომავლობა,რა გავრცელება,რა ცალკე საქმე?

ეტყობა შოთაძეს დაავიწყდა ჩემი მიტანილი მასალები თბილისის პოლიციის სამმართველოში რომ გააგზავნა, ყველაფერი წარვადგინე და გამოძიებამ სამჯერ დამკითხა?!

არ უნახავს რა წარვადგინე ? ზედამხედველ პროკურორს ძინავს ?!

გგონია ასე შემაშინებთ ?

ვაი თქვენს პატრონს !”,- წერს კილაძე

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 2012 წლამდე პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის მედიაში გავრცელებაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

იტვირთბა....