5 წელი შიშის ქვეშ – ამჯერად გამოძიებას ჩვენებას იმ ახალგაზრდის მეგობარი აძლევს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ოლეგ თავაძე აცხადებს, რომ მისი გარდაცვლილი მეგობარი ერთადერთი არ იყო, რომელიც პოლიციის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. თავაძის ჩვენებაშიც იგივე სამართალდამცველი ფიგურირებს, რომელიც დემურ სტურუას მიერ სიკვდილის წინ დაწერილ წერილშია ნახსენები.
უბნის ინსპექტორი, გოდერძი თევზაძე, უკვე დაკითხეს, თუმცა ის ყველაფერს უარყოფს. ბრალდებები კი მის წინააღმდეგ მძიმეა.
თავაძე იხსენებს, რომ მას არაერთხელ ფიზიკურადაც გაუსწორდა პოლიციელი. მოთხოვნა ერთი და იგივე იყო – დაესახელებინა, მიმდებარე სოფლებში ვის ჰქონდა მარიხუანა. მუქარა და ცემა კი წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
გამოძიებამ დღეს ჩვენება კიდევ ერთი სამართალდამცველის წინააღმდეგ მიიღო, რომელიც სავარაუდოდ ინსპექტორ თევზაძეს ეხმარებოდა.
წყარო: Kutaisitoday.com