გერმანიაში პოლიციამ ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი 27 წლის მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცაის გერმანული გამოცემა ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულის ბინაში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, იგი ქალაქ ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. როგორც ირკვევა, მამაკაცი სალაფიტებთანაა დაკავშირებული.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში გერმანიაში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცმა მიუნხენში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ათამდე ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილს ექსტრემისტებთან ჰქონდა კავშირი.